ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge „პალიტრა L“ - მკითხველთა თხოვნით, სერია „ქართველი მეფეები" გრძელდება

„პალიტრა L“ – მკითხველთა თხოვნით, სერია „ქართველი მეფეები” გრძელდება

მკითხველთა თხოვნით, სერია „ქართველი მეფეები” გრძელდება. „პალიტრა L“-ის ინფორმაციით, სერია „ქართველი მეფეები”, რომლის მიმართაც მკითხველის დიდი დაინტერესებაა, 24-ე ტომის – „დავით ულუს” გამოსვლით უნდა დასრულებულიყო.

„თუმცა, მკითხველთა შორის, გაჩნდა უკმარისობის გრძნობა, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტში ვერ აღმოჩნდა რამდენიმე ცნობილი ქართველი მონარქის ბიოგრაფია.

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, პროექტის გაგრძელება და ქართველ მეფეთა ბიოგრაფიების მეტ-ნაკლებად სრული გამოცემის შექმნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ორი წლის წინ, როდესაც გადაწყდა „ქართველი მეფეების“ სერიის მომზადება, ნამდვილად არ ველოდით, რომ ეს პროექტი ესოდენ დიდ მასშტაბებს შეიძენდა. რა თქმა უნდა, ჩვენში ისტორიისადმი ინტერესი დიდია, თუმცა სამეცნიერო გამოცემები ნაკლებ ინტერესს იწვევს მკითხველში. „ქართველი მეფეების“ თითოეული ტომი კი, ძირითადად, პოპულარული ენით გადმოცემული სამეცნიერო ნაშრომია. პირველი წიგნის გამოსვლისთანავე აღმოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება მართლაც რომ ელოდა ამ პროექტს“, – აცხადებს პროექტის ავტორი, ჯაბა სამუშია.

გათვალისწინებულ 24 ტომში სულ 28 მეფის ბიოგრაფია უნდა შესულიყო (რამდენიმე ტომში, ერთდროულად, ორი მონარქის ბიოგრაფია შედიოდა). თავიდან განისაზღვრა სია მონარქებისა, რომელთა შესახებ ვრცელი ნარკვევები დაიწერებოდა. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა პირველად იწერებოდა. ამიტომ, ავტორებადაც, საგანგებოდ შეირჩნენ ის მეცნიერები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ ეპოქებზე.

„თამარ მეფის” მთელი ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა; შემდეგ იყო მეორე ტირაჟი, ისიც უმალვე გაქრა; შემდეგ – მესამე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იშვიათად შეიძლება მოიძებნოს მსგავსი შინაარსის პროექტი, რომელსაც ასეთი რეზონანსი ჰქონოდა,” – ამბობს ჯაბა სამუშია.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის” გადაწყვეტილებით, სერიას 12 ტომი დაემატა და იგი 24-ის ნაცვლად, 36 ტომს გააერთიანებს. გამოცემა თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან” ერთად გამოვა.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები