პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე...

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ერთხელ უკვე ჩაუხსნეს – 1TV

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ერთხელ უკვე ჩაუხსნეს

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ივნისის თვეში ერთხელ უკვე ჩაუხსნეს და გააფრთხილეს, მაგრამ ხელმეორედ, კუსტარულად დააერთეს.

მათივე ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი (CO) ბინაში გროვდებოდა.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბუნებრივი აირის ნამწვით 33 წლის გოგო დაიღუპა, მისი 22 წლის ძმა კი მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო.

„თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ნოემბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 3867 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები.

„მიუხედავად უამრავი მაგალითისა და გაფრთხილებისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში, აბონენტების ნაწილი აიგნორებს ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილებებს და უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე. ხშირად გაზის დანადგარების მილებს უერთებენ კორპუსის სავინტილაციო არხებს, რაც კატეგორიულად აკრძალულია. ამით ისინი არა მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები