პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - 1TV

თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება – 1TV

თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის რამდენიმე უბანში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის და მთაწმინდის რაიონები – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, შანიძის, გალის, თერგის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, ნათია ბაშალეიშვილის, ყიფშიძის (ნაწილობრივ), ატენის (ნაწილობრივ), ფალიაშვიის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, შორაპნის II ქუჩის, საინგილოს, კახეთის ხევის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, გიორგი ბერიაშვილის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი  – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთ უბანის დასახლების, ხევისპირის, წყაროთუბნის, მწვანე, დავით ჯაბიძის, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები