პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE გახარია: მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა

გახარია: მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა

მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები და შესაბამისი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

პრემიერი დაინტერესდა, როგორი მდგომარეობაა ზამთრის კურორტებზე როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების ნაწილში.

„უნდა ვიცოდეთ, სად ვართ ინფრასტრუქტურულად, სანომრე ბაზით, კატასტროფის მედიცინის კუთხით, როგორი მოლოდინი გვაქვს ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით, სად ვართ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილში, რა მდგომარეობაში გვაქვს გზები. ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემები. ყველა უწყებამ გვითხრას თავისი მიმართულების შესახებ, რათა სეზონის გახსნისთვის მაქსიმალური მზაობა გვქონდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, გათვალისწინებულია წინა წლების გამოწვევები და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვითარების უზრუნველყოფა.

შეხვედრაში მონაწილე უწყებების ხელმძღვანელებმა, ტურისტული ნაკადის ზრდის გათვალისწინებით, მიიღეს დავალებები, როგორ შეიძლება კიდევ უფრო ეფექტურად წარიმართოს სამუშაოები, რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურა ერთობლივად ახორციელებს.

ამასთან. გაიწერა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც ინტეგრირებულია ყველა ის უწყება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირშია.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები