ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სერგეი ლავროვს შეხვდა - 1TV

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სერგეი ლავროვს შეხვდა – 1TV

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სერგეი ლავროვს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შესახებ აშშ-ის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ახლახან მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და რუსეთის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის ვაჭრობა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება, ბირთვული შეიარაღების კონტროლი და არჩევნებში ჩარევა. ველოდები უახლოეს მომავალში დიალოგის გაგრძელებას!“ – წერს „ტვიტერზე“ დონალდ ტრამპი და სერგეი ლავროვთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

სერგეი ლავროვისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გააფრთხილა რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით და მოუწოდა მოსკოვს უკრაინასთან კონფლიქტის დარეგულირებისკენ. თუმცა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან არჩევნების საკითხი საერთოდ არ განუხილავს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა, შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთისა ან სხვა ქვეყნის მხრიდან აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას ვაშინგტონის მხრიდან შესაბამისი ზომები მოჰყვება.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდის მიმოწერის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„საპასუხოდ საჯაროდ შევახსენე, რომ ამჟამინდელ ადმინისტრაციას შევთავაზეთ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში განხორციელებული მიმოწერის გასაჯაროება. ამ მიმოწერიდან გაირკვევა, რომ ჩვენ მზად ვიყავით თანამშრომლობისთვის არჩევნებში ჩვენი ჩარევის შესახებ აშშ-ის ეჭვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ობამას ადმინისტრაცია კატეგორიულ უარს აცხადებდა ასეთი თანამშრომლობის დალაგებაზე“, – განაცხადა ლავროვმა.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები