პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE აშშ ევროპაში 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სწავლებას გამართავს

აშშ ევროპაში 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სწავლებას გამართავს

აშშ 2020 წლის გაზაფხულზე ევროპაში „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ბერი სიგუინმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, წვრთნის ცენტრი, რომლის ფარგლებში ევროპაში 20 000 ამერიკელი სამხედრო ჩავა, გერმანია იქნება. გეგმის თანახმად, ამერიკელი სამხედროები ატლანტის ოკეანის გავლით ბელგიასა და ნიდერლანდებში ჩავლენ, შედეგ კი ისინი პოლონეთსა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ განლაგდებიან.

სულ სამხედრო სწავლებაში 37 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მის მიზანს რუსეთის გაფრთხილება წარმოადგენს.

ნოემბერში ლიეტუვაში ნატოს ორკვირიანი წვრთნა გაიმართა, რომელშიც ალიანსის 11 ქვეყნიდან დაახლოებით 4000 სამხედრო მონაწილეობდა.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები