სამშაბათი, აგვისტო 11, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge აშშ-მ ირანის უმსხვილეს ავიაკომპანიასა და გადამზიდავებს სანქციები დაუწესა

აშშ-მ ირანის უმსხვილეს ავიაკომპანიასა და გადამზიდავებს სანქციები დაუწესა

აშშ-მ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანია “მაჰან ეარის” და საზღვაო გადაზიდვების ქსელს „ლეტალური დახმარების ტრანსპორტირებასა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისთვის“ ახალი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “მაჰან ეარის” ავიახაზების „მასობრივი იარაღის გავრცელებაში“ მონაწილეობის გამო, ვაშინგტონმა სანქციები კომპანიასა და მის სამ თანამშრომელს დაუწესა.

სანქციები დაუწესეს შანხაიში დაფუძნებულ გადამზიდავ კომპანია ESAIL-საც, რომელიც, მაიკ პომპეოს განცხადებით, „კოსმოსური ინდუსტრიების ორგანიზაციიდან“ შეგნებულად ახორციელებს არალეგალური მასალების ტრანსპორტირებას.

სანქციები ESAIL-ისა და „ირანის ისლამური რესპუბლიკის გადაზიდვების ხაზებზე“ 2020 წლის ივნისში ამოქმედდება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შავ სიაში შეიყვანეს ირანის გადაზიდვების ქსელიც, რომელიც, ირანიდან იემენში ლეტალური დახმარების კონტრაბანდაშია ჩართული და გადაზიდვებს „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსისა“ და „ქუდსების ძალების „სახელით ახორციელებს.

„ირანის რეჟიმი საკუთარ ავიაციასა და გადაზიდვების ინდუსტრიას რეგიონის ტერორისტული და ბოევიკური დაჯგუფებების იარაღით მომარაგებისთვის იყენებს, რაც პირდაპირ უწყობს ხელს სირიასა და იემენში ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავებას,“ – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტივენ მნუჩინმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები ითვალისწინებს იმ პირებისა და კომპანიების ამერიკული აქტივების დაყადაღებას, რომლებსაც ახალი სანქციები ეხებათ, ასევე აშშ-ის მოქალაქეებს მათთან ერთად ბიზნესის კეთებას უკრძალავს.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები