სამშაბათი, აგვისტო 11, 2020
No menu items!
No menu items!
Home Radiotavisupleba.Ge აშშ-ის სენატის რეზოლუცია აღიარებს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდს

აშშ-ის სენატის რეზოლუცია აღიარებს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებული გიგი უგულავას საქმის პროკურორის გიორგი ქობულაძის განცხადებით, უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. ამის შესახებ პროკურორმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

„გიორგი უგულავას ბრალი ედება ერთი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და იმ ორი პირიდან ვინც გიორგი უგულავას და გიორგი გაბაშვილის საპირისპირო მხარეს იყვნენ, მათგან ერთს ბრალი ედება გიორგი გაბაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში იგივე მუხლით რითაც დაკვალიფიცირებულია გიორგი უგულავას ბრალდება“,- განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

ბალდების მხარე მოითხოვს 5 ათასლარიანი გირაოს გამოყენებას, პირადობის მოწმობის და პასპორტის ჩაბარებას საგამოძიებო ორგანოებისათვის.

პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიებას ხელთ აქვს მოწმეთა ჩვენებები და ამოღებულია ჩამწერი მოწყობილობა, რითიც ვიდეო გადაღება იწარმოებოდა.

„რაც შეხება თავად ვიდეოს მასალას, ამ კატეგორიის დანაშაულზე, ანუ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, კანონმდებლობის თანახმად არ არის გათვალისწინებული ვიდეო მასალის გამოთხოვა. ჩამწერი მოწყობილობა ამოღებული გვაქვს, რომ არ წაიშალოს და არ განადგურდეს“,- აცხადებს პროკურორი.

მისი სიტყვებით, აეროპორტში მოხდა კონფლიქტი , რომელიც დაიწყო გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირების საფუძველზე, რაც შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები “მომხდარს სხვადასხვაგვარად აღწერენ.“

„გიორგი უგულავა და მისი თანმხლები პირი ამ სიტუაციას სხვაგვარად აღწერენ, მეორე მხარე სიტყვიერ დაპირისპირებას სხვაგვარად აღწერს, ამიტომ ამ ეტაპზე დადასტურებულად ვინ იყო ინიციატორი ვერ მოგახსენებთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“,- აცხადებს გიორგი ქობულაძე.

ის არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავასთვისაც მიეყენებინათ ფიზიკური შეუარცხყოფა. რასაც ექსპერტიზის მონაცემები იტყვის, თუმცა ექსპერტიზის მონაცემები ამ დროისთვის უცნობია.

„იყო კონფლიქტი ამ 4 პირს შორის, არ გამოირიცხება რომ შესაძლოა გიორგი უგულავას ვიღაცამ მიაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ამაზე არ არსებობს, ვის მიმართაც არსებობდა, ამ ეტაპზე დავიწყეთ დევნა მის მიმართ“,- აცხადებს პროკურორი.

მისი სიტყვებით, მხოლოდ ის, რომ პირს აქვს დაზიანება, არ არის საკმარისი, რომ ვინმეს დევნა დაიწყოს, “არიან მოწმეები რომლებიც ამბობენ, რომ ამ პირს გიგი უგულავამ მიაყენა დაზიანება და დამატებითი მტკიცებულებაა ექიმის მიერ გაცემული ცნობა”,- აცხადებს პროკურორი.

გიგი უგულავას ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს იქამდე მიმართა, ვიდრე დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადაეცემოდათ,

„ჩვენ არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ გადმოცემულ მტკიცებულებებს გავეცნოთ“,- განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა შსს-ს შენობაში შესვლამდე, სადაც მისთვის უგულავას საქმის მასალები უნდა გადაეცათ.

მისივე განმარტებით, სამართალდამცავ უწყებას ვალდებულება აქვს, როდესაც ბრალს წარუდგენენ ბრალდებულს, დაუყონებლივ მოხდეს იმ მტკიცებულებების გადაცემა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბრალდების წარდგენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები