პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება გიგა ბოკერია პროკურატურაში დაბარებაზე - ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას- ღრმად...

გიგა ბოკერია პროკურატურაში დაბარებაზე – ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას- ღრმად ცდებიან, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, პროკურატურაში დაბარებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირებს, რომელმაც “დაჭერები დაანონსა”.

ბოკერიას შეფასებით, ცალკეული ლიდერების დაჭერით, დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ დაბარების საკითხს, გიგა ბოკერიას თქმით, ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. როგორც ბოკერიამ განმარტა, ის ხვალ არ მივა გამოკითხვაზე.

“ხვალ მე არ ვაპირებ მისვლას, როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, როცა დაანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს. ერთი ან ორი პერსონის საკითხი ხომ არ არის, ზოგადად არის ეს კლიმატი აგონიის, ამ სამარცხვინო ლიდერის და კლოუნების, რომ ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას. მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი, გიგი უგულავას აქვს ბრალი წაყენებული, მელიას და სხვა ლიდერებს აქვთ ბრალი წაყენებული. უამრავი გამოძიებაა დაწყებული და ეს მიაჩნიათ თავის გადარჩენის გზად. ღრმად ცდება, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის. ივანიშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი, ან გადადგას ნაბიჯები განმუხტვისკენ და უკან წაიღოს შეურაცხჰყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ან გააგრძელოს ეს უტიფრობა, თუნდაც სხვადასხვა დაკითხვაზე დაბარებით თუ დევნით და ცუდად დაამთავროს ძალიან მისთვის”, – განაცხადა ბოკერიამ.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/577560-giga-bokeria-prokuraturashi-dabarebaze-am-metodebit-cdiloben-sazogadoebrivi-protestis-chaxshobas-grmad-cdebian-calkeuli-personebis-gamotishva-arapers-ar-cvlis/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები