პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge ღია საზოგადოების ფონდი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით დოკუმენტს წარადგენს

ღია საზოგადოების ფონდი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით დოკუმენტს წარადგენს

16 დეკემბერს, ორშაბათს, 11 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ღია საზოგადოების ფონდი და საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე ხუთი ანალიტიკური ორგანიზაცია წარადგენენ დოკუმენტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და ევროპაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას ეხება.

ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გერმანის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

მათივე ცნობით, დოკუმენტი პასუხობს საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს: როგორ უნდა შეუწყოს ხელი ევროკავშირმა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, ლეგალურად დასაქმებას ევროპაში, განათლების რეფორმას, კანონის უზენაესობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და მოსახლეობის ინფორმირებას პარტნიორ და ევროპის წევრ ქვეყნებში.

დოკუმენტზე მომუშავე ანალიტიკური ორგანიზაციები: რონდელის ფონდი; ლევან მიქელაძის ფონდი; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი; საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები