ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება რა იცვლება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის 2020 წლიდან

რა იცვლება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის 2020 წლიდან

არსებულ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ ავტომობილებსაც შეეხება. როგორც რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანაშვილმა განაცხადა, აღნიშული ავტომობილების მფლობელებისთვის რეგულაციები არა 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, არამედ, 1-ლი აპრილიდან ამოქედდება.

კერძოდ, თუ მძღოლი საჭის გატანას და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ელ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც ჩვეულებრივ გაივლის. თუმცა, აღნიშული პერიოდის შემდგომ, საჭის გადატანა (შესაბამისად, ტექდათვალიერება) აიკრძალება.

ვაჟა იორდანაშვილის თქმით, იგივე რეგულაციები ვრცელდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული ავტომობილები,

რომელიც ტექინპექტორებასაც ამავე ვადაში გაივლიან, შემდგომ წლებშიც შეძლებენ ტექდათვალიერებას. თუმცა უკვე 1-ლი აპრილიდან იმპორტირებული ავტომობილები რეგისტრაციას (შესაბამისად, ტექდათვალიერებას) ვეღარ გაივლიან.

„მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის რეგულაცია 2020 წლის 1-ელ აპრილიდან ამოქმედდება. ანუ ის სატრანპორტო საშუალებები, რომელსაც საჭე გადატანილი აქვს ან გადაიტანენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე, დაშვებულია და გაივლიან ტექინპექტირებას. შემდგომ უკვე 2020 წლის 1-ლი აპრილიდან საჭის გადატანა იკრძალება. შესაბამისად, ისინი ვეღარ გაივლიან ტექდათვალიერებას.

რაც შეეხება დასტიკერებულ ფარებს, ესეც 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დაშვებულია. ამის შემდგომ აიკრძალება.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელვანი ცვლილება ეხება თხევად აირზე მომაშავე ავტომობილებს. მათთვის სავალდებულო ხდება, რომ ტექინპექტირებამდე გაიარონ შემოწმება თხევად აირზე და მის გამართულ მუშაობაზე“,- აღნიშნა ვაჟა იოდანაშვილმა.

bpn.ge

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები