კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - თურქეთი ხალიფა ჰაფტარს ჭკუას ასწავლის თუ ისლიბიის ლეგიტიმური...

რეჯეფ ტაიფ ერდოღანი – თურქეთი ხალიფა ჰაფტარს ჭკუას ასწავლის თუ ისლიბიის ლეგიტიმური ადმინისტრაციის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდორანის თქმით, ხალიფა ჰაფტარს „ჭკუას ასწავლის“, თუ აჯანყებული გენერალი ბრძოლებს განაახლებს.

„ჩვენ არ შევყოვნდებით დამსახურებულად ვასწავლოთ ჭკუა ჰაფტარს თუ ის განაგრძობს ქვეყნის ლეგიტიმურ ადმინისტრაციაზე და ჩვენს მოძმეებზე თავდასხმებს ლიბიაში“,-განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჰაფტარმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.

„პუტჩისტმა ჰაფტარმა ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავდაპირველად ის თანახმა იყო, თუმცა მოგვიანებით მან მოსკოვი დატოვა, გაიქცა მოსკოვიდან“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთმა თავისი წვლილი ლიბიაში უკვე შეიტანა, ხოლო ახლა „პუტინის ჯერია“.

შეგახსენებთ, ლიბია 2014 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ ორ ნაწილადაა გაყოფილი. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას ფაიზ ალ-სარაჯის მეთაურობით გაერო აღიარებს და მას დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი ემხრობიან. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. ჰაფტარის მმართველობას რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ინიცირება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და თურქეთის ლიდერის, რეჯერ ტაიფ ერდოღანის მიერ მოხდა.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები