კვირა, აგვისტო 9, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge ზვიად შალამბერიძემ მოადგილესთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებს ქართული დროშის დღე მიულოცა

ზვიად შალამბერიძემ მოადგილესთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებს ქართული დროშის დღე მიულოცა

ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია და სამხედრო მოსამსახურეებს ქართული დროშის დღე მიულოცა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ვითარებაში, საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშა აღმართეს.

„გილოცავთ ქართული დროშის დღეს, დროშა არის ჩვენი ერთიანობის, სიძლიერის, გამარჯვებების, თავისუფლების სიმბოლო. დროშა ინახავს როგორც ჩვენ გმირულ და სასახელო წარსულს, ასევე მომავლის ძალას და რწმენას გვაძლევს. თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენ დროშას და გილოცავთ და ვისურვებ, არაერთხელ აღგვემართოს გამარჯვებების დროშა ყველა სფეროში”, – განუცხადა ჟურნალისტებს შალამბერიძემ.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები