ინგლისის პოლიციამ გაარკვია ვინ უტოვებდა ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობას ფულს

0
8

ინგლისის საგრაფო დარემის პოლიციამ გაარკვია, ვინ უტოვებს 6 წლის განმავლობაში სოფელ ბლექჰოლ-კოლერის მოსახლეობას ფულს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, თითო პაკეტში 2 ათასი ფუნტი სტერლინგი იდო. 2014 წლიდან სოფლის მცხოვრებლებმა 13 ასეთი პაკეტი აღმოაჩინეს და პოლიციაში მიიტანეს. სამართალდამცველები ფილანტროპის ვინაობის დადგენას ბანკების მეშვეობით ცდილობდნენ, პაკეტებზე თითების ანაბეჭდებს ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ. 

თუმცა დეკემბერში 2 სპონსორი პოლიციაში თავისით მივიდა. მათ დაუსვეს კითხვები, რომლებზეც პასუხი მხოლოდ მათ უნდა სცოდნოდათ. გმირებმა სამართალდამცველებს ანონიმურობის შენარჩუნება სთხოვეს და ეს იმით ახსნეს, რომ ყურადღება და მადლიერება არ სჭირდებათ. ცნობილია, რომ ისინი სოფელში არ ცხოვრობენ. 

პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ ანონიმები უცბად გამდიდრდნენ და ფულის სოფლის მცხოვრებლებთან გაყოფა გადაწყვიტეს. ერთ-ერთი მათგანი ქალია, რომელსაც ბლექჰოლ-კოლერში რაღაცით დაეხმარნენ. ამის შემდეგ ქალმა მათთან ემოციური კავშირი იგრძნო. 

სამართალდამცველები საიდუმლოს ამოხსნით კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ, რომ სოფლის მცხოვრებლებმა ყველა თუ არა, პაკეტების დიდი ნაწილი პოლიციაში მიიტანეს.