მედია: მეგან მარკლი ელისაბედ II-ის მიერ მოწვეულ საოჯახო თათბირს არ დასწრებია

0
11

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს დედოფალ ელისაბედ მეორის ინიციატივით გამართულ საოჯახო თათბირში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაწყდნობით Evening Standart-ი წერს. 

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ კანადაში მყოფი მარკლი თათბირში ტელეფონით ჩაერთვებოდა, თუმცა საბოლოოდ ჰარიმ და მეგანმა გადაწყვიტეს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. 

საოჯახო თათბირი 13 იანვარს გაიმართ, რომლის შემდეგაც დედოფლის განცხადება გავრცელდა. ელისაბედ II-მ მხარდაჭერა გამოუცხადა პრინცი ჰარისა და მისი მეუღლის, მეგან მარკლის გადაწყვეტილებას, რომლებმაც სამეფო პრივილეგიებზე უარი თქვეს. 

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.