ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge ერაყის შიიტთა ლიდერი მოსახლეობას ამერიკული ჯარების ქვეყანაში ყოფნის წინააღმდეგ „მილიონიანი მარშის“ გამართვისკენ...

ერაყის შიიტთა ლიდერი მოსახლეობას ამერიკული ჯარების ქვეყანაში ყოფნის წინააღმდეგ „მილიონიანი მარშის“ გამართვისკენ მოუწოდებს

ერაყის შიიტთა ლიდერი, მუქთადა ალ-სადრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამერიკული ჯარების ყოფნის წინააღმდეგ, „მილიონიანი მარში“ უნდა გაიმართოს.

„ერაყის ცა, მიწა და სუვერენიტეტი ყოველ დღე ირღვევა საოკუპაციო ძალების მიერ“, – განაცხადა სადრმა, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურ ბლოკსაც ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, 5 იანვარს ერაყის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და მთავრობას მოუწოდა გააძევოს უცხო ქვეყნების ჯარები ერაყიდან. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ბაზების ასაშენებლად ქვეყანაში „მილიარდობით დოლარი“ დაიხარჯა და თუ ბაღდადს სურს ამერიკამ ქვეყანა დატოვოს, „უნდა გადაუხადოს“.

ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ მოთხოვნა პენტაგონის მიერ ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული ოპერაციის შემდეგ გამოთქვა. შეგახსენებთ, 3 იანვარს, აეროპორტზე თავდასხმის შედეგად ერაყელი და ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები