ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება ხობში მიმდინარე პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

ხობში მიმდინარე პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ხობსა და ფოთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებული ხობის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ხობში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ცენტრის მშენებლობაზე 700 ათას ლარამდე დაიხარჯება.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო ქალაქ ხობში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 270 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სასწრაფო დახმარების ცენტრები 2019 წელს აბაშასა და მარტვილში გაიხსნა. ახალი ცენტრების მშენებლობა დასრულებულია სენაკსა და დიდიჭყონში. სასწრაფოს ცენტრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შენდება.

ალექსანდრე მოწერელიამ დღესვე ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობზე 250 მეტრიანი საცალფეხო ხიდის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხით ხორციელდება და მისი ღირებულება 337 000 ლარია. ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

Ipress.Ge
Ipress ჯგუფი: აერთიანებს საიფორმაციო სააგენტოებს: Ipress.ge, ibusiness.ge, imtavroba.ge, iregions.ge iPress.ge არის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც ფუნქციონირება 2014 წლის დეკემბერში დაიწყო.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები