ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge ეკა ბესელია - საჭიროა, აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები მოიძებნოს - მაოცებს ხელისუფლების...

ეკა ბესელია – საჭიროა, აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები მოიძებნოს – მაოცებს ხელისუფლების ზედაპირული პოზიცია და ცარიელი განცხადებები

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საჭიროა მოიძებნოს აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის გზები, რადგან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ეკა ბესელიას შეფასებით, მხოლოდ ჟენევის ფორმატი არ არის შედეგის მომტანი.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ აფხაზეთშიგანვითარებულმოვლენებსგანსაკუთრებულიყურადღებადასიღრმისეულიანალიზისჭირდება.

„გარდა იმ უდაო ფაქტისა, რომ ეს მოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილზე, რაც ზრდის ამ მოვლენებისადმი ინტერესს და ემოციასაც, ეს ეხება სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენას, ეხება უსაფრთხოების და ქვეყნის მომავალ კონსტიტუციურ საკითხებს. მაოცებს ხელისუფლების ინდიფერენტული და ზედაპირული პოზიცია და ცარიელი განცხადებები. არანაირი მსჯელობა, არანაირი ანალიზი. არც რაიმე ფორმატების გამოყენება, არც მსჯელობა.

თითქოს სადღაც სხვაგან ხდება ეს ყველაფერი. საჭიროა მოიძებნოს გზები აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის! დიალოგს არა აქვს ალტერნატივა! დიალოგი არის საჭირო მუდმივად აფხაზ თანამოძმეებთან, მაშინაც კი როცა უიმედოდ გეჩვენება. უნდა იყოს ყველა სამოქალაქო და სოციალური ინსტრუმენტი გამოყენებული ყველა ფორმატში და რაც შეიძლება მეტი, რათა დაიძრას ყინული.( არ არის შედეგის მომტანი მხოლოდ ჟენევის ფორმატი და წლებია ამას ვხედავთ) მშვიდობიან გზებს და მცდელობას ეძებო გამოსავალი – მოაქვს შედეგი. ეს მცდელობა არ ჩანს და ეს მაწუხებს. პროცესების უფრო სიღრმისეულად განსჯა და დანახვა აქ ვის რა როლი შეუძლია იტვირთოს ურთიერთობის დათბობისთვის – აუცილებელია! ლოდინი – რუსეთი რას დათმობს ოდესმე – ფუჭია და ეს პოზიცია საზიანოა! ჩვენვე უნდა მივხედოთ ჩვენსავე პრობლემებს და ნუ მივანდობთ მომავალს ყველაზე მტკივნეულ თემას- ტერიტორიულ მთლიანობას. თავისთავად არაფერი ხდება თუ მცდელობა არ გვექნება შევცვალოთ ეს მოცემულობა! მოცემულობა – რომელიც უსამართლოა!“ – წერს ეკა ბესელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები