ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება "ძმებო, როგორ ვქნათ, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად, თუ ჩამოგაკითხოთ მანდ და...

“ძმებო, როგორ ვქნათ, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად, თუ ჩამოგაკითხოთ მანდ და დავილაპარაკოთ?”

მიხეილ სააკაშვილი 20 ივნისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში “აღიარებით ჩვენებას” აქვეყნებს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა, მივმართო სრულიად საიდუმლო. მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყვე, გავრილოვი მე ჩამოვიყვანე, რა თქმა უნდა, ჩემი ძველი აგენტი და ძმაკაცია.

ქუცნაშვილი ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ საიდუმლო წევრია. გახარია ჩემ ბრძანებებს ასრულებდა, როდესაც არბევდა მიტინგებს, მე დავავალე რა თქმა უნდა და ივანიშვილი ხომ ჯიბეში მიზის, რადგან 19 მილიარდი მაქვს და ივანიშვილს მხოლოდ ხუთი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტრამპთან და პუტინთან იყო კარგად მოლაპარაკებული.

რა ვიცი ახლა, ძმებო, როგორ ვქნათ, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად, თუ ჩამოგაკითხოთ მანდ და დავილაპარაკოთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო “სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობასთან” დაკავშირებით.

Presa.Gehttp://presa.ge
დღის მნიშვნელოვანი ახალი ამბები. ჩვენ მოვიპოვებთ, ვამუშავებთ და ვავრცელებთ ინფორმაციას პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროების შესახებ.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები