ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა და დეკემბერში 194.8 ლარი შეადგინა - 1TV

საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა და დეკემბერში 194.8 ლარი შეადგინა – 1TV

საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა და დეკემბერში 194.8 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, დეკემბერში კი, ეს მაჩვენებელი 194.8 ლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 0.8 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 172.5 ლარს შეადგენს. ერთი ლარითა და 30 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი დეკემბერში და 326.8 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით გასული წლის დეკემბერში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 172.5 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 276.1 ლარით, სამსულიანზე – 310.6 ლარით, ოთხსულიანზე – 345.1 ლარით, ხუთსულიანზე – 388.2 ლარით, ექვსსულიანი და მეტი – 459.0 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან, – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები