ადვოკატი – თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე უახლოეს პერიოდში არ დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, თუკი, სასულიერო პირი უახლოესი პერიოდის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებას არ დატოვებს, მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი ფანცულაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მან დეკანოზი მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ მოინახულა.

„გუშინ მოვინახულე დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა. მინდა გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა სავალალოა. ის პრაქტიკულად სასიკვდილოდაა განწირული, რაც გამოიხატება ერთი მხრივ, მისი უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით და მეორე მხრივ, რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობით. თუ ის უახლოეს პერიოდში არ დატოვებს საპატიმროს და მკურნალობისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საშუალება არ მიეცემა, არსებობს რეალური საფრთხე ეს მდგომარეობა ფატალური შედეგით დასრულდეს.

იმედს ვიტოვებ საზოგადოება, სახელმწიფო და სასულიერო პირები მას სასიკვდილოდ არ გაიმეტებენ!“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/581018-advokati-tu-dekanozi-giorgi-mamalaze-uaxloes-periodshi-ar-datovebs-penitenciur-dacesebulebas-misi-sicocxle-pataluri-shedegit-dasruldeba/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed