ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება HRW: რ2-ზე გადაწყვეტილებამ მედიალანდშაფტში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია |

HRW: რ2-ზე გადაწყვეტილებამ მედიალანდშაფტში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია |

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე დავაში, რადიკალური ცვლილებები გამოიწვია საქართველოს მედიალანდშაფტში”, – ნათქვამია ჰუმან რაითს ვოჩის [HRW] -ის ანგარიშში, რომელიც 15 იანვარს გამოქვეყნდა და 2019 წლის საქართველოს ვითარებას მიმოიხილავს. 

გადაწყვეტილება რუსთავი 2-ზე, ნიკა გვარამიას და  ტვ “პირველის” მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთელის მიმართ ბრალის წარდგენა, ასევე რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, პროდუსერებისა და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანების გათავისუფლება – ეს ის საკითხებია, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის ანგარიშში აღწერა. 

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ანგარიშის ნაწილს, რომელიც მედიას შეეხება: 


“გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, დაუბრუნდა, რომელიც აცხადებდა, რომ 2006 წელს ეს ტელეკომპანია მას იძულებით გააყიდინეს საბაზროზე ნაკლებ ფასად. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლო პროცესი ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული ამ ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად.

ხალვაშმა გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა. სალიამ ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის პირობა დადო, მაგრამ მალევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდუსერები და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანები გაათავისუფლა. სალიამ მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა, რაც ახალი მფლობელის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებებით გამოიხატებოდა. ამ ნაბიჯს საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელი პერსონალის გადადგომა მოჰყვა, რის შედეგადაც რუსთავი 2-ზე ახალი ამბების მაუწყებლობა დროებით შეწყდა.

აგვისტოში, პროკურატურამ გვარამიას „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ბრალდება წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ 2015 წელს თვალთმაქცური ხელშეკრულება გააფორმა ტელეკომპანიაში კომერციული რეკლამის განთავსებაზე, რის შედეგადაც კომპანიამ 7.2 მილიონი ლარი (დაახლოებით 2.5 მილიონი აშშ დოლარი) ვერ მიიღო. სასამართლომ გვარამიას 40,000 ლარის (დაახლოებით 13,500 აშშ დოლარი) გირაო შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პროკურატურის „დაჩქარებულ“ მოქმედებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რომელიც შესაძლოა „მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს.“

სექტემბერში გვარამიამ ახალი, ოპოზიციური მაუწყებელი – „მთავარი არხი“ დააარსა და „რუსთავი 2“-ის ბევრი ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი დაასაქმა.

ხელისუფლებამ ბრალი წარუდგინა ასევე ავთანდილ წერეთელს, კიდევ ერთი დამოუკიდებელი და ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიის „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას. პროკურატურა წერეთელს ედავებოდა 2008 წელს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის დახმარებას 17 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში“. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს ნაბიჯი „დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლის“ კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები