ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება საქართველოში სამართალდმცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელი პრობლემაა – HRW |

საქართველოში სამართალდმცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელი პრობლემაა – HRW |

სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება – ასე აფასებს Human Rights Watch საქართველოში 2019 წელს არსებულ მდგომარეობას.

ანგარიშში სხვა პრობლემურ საკითხვებთან ერთად,საუბარია პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მიერ პარლამენტთან აქციის დარბევაზე,ციხის პერსონალის არასათანადო მოპყრობასა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გვიან ამოქმედების შესახებ.

ამ უკანასკნელზე, ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული სამსახურის ამოქმედება ხელისუფლებამ ორჯრ გადადო, საბოლოოდ კი მან ფუნქციონირება 2019 წლის 1 ნოემბერს დაიწყო. გარდა ამისა:

„2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლისსამართლებლივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა,“ – ნათქვამია HRW-ის ანგარიშში.

რაც შეეხება აქციების დარბევას, 20 ივნისსზე საუბრისას, ანგარიშში ნათქვამია, „ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რა დროსაც პოლიციას აღჭურვილობას ართმევდა და აზიანებდა. სხვა მხრივ პროტესტი მეტწილად არაძალადობრივი იყო“. პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ.

„240 ადამიანს, მათ შორის 80 პოლიციელსა და 32 ჟურნალისტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება მიღებული დაზიანებების გამო. ბევრი მოქალაქე დაიჭრა რეზინის ტყვიებით თავში, ფეხებსა და ზურგში. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, ხოლო სასამართლომ 121 დემონსტრანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა,“ – ნათქვამია ანგარიშში.

HRW წერს, რომ აქციის დარბევის შემდეგ ხელისუფლება პასუხისმგებლობის დაკისრებას ცალმხრივად ცდილობდა. დაიწყო გამოძიება მასობრივი არეულობის მოწყობაზე ად შედეგად, 19 ადამიანს წრედგინა ბრალი, მათ შორის, ნიკა მელიას.

„ჯამში პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე სცნო რითიც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა. ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი იქნა ცნობილი,“ – წერია ანგარიშში.

ამასთანავვე, ორგანიზაცია დასძენს, რომ პროკურატურამ სამ პოლიციელს წარუდგინა ბრალი უფლებამოსილების გადამეტების და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. თუმცა, სამივე პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომებისთვის, ხოლო 2 საქმე პროკურატურაში გადააგზავნა. პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა უფლებამოსილება გასცნობოდა სამართალდამცავთა მოქმედებებზე მიმდინარე გომიძიების მასალებს.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები