ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge თეა წულუკიანი ქარელში იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო - 1TV

თეა წულუკიანი ქარელში იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო – 1TV

თეა წულუკიანი ქარელში იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა ქარელის მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში მინისტრის ინიციატივით, 2019 წლის ივნისში დაიწყო, დასრულება კი წელს, აპრილშია დაგეგმილი. ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალი 1021 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება.

ქარელის ფილიალი ქალაქ გორის შემდეგ მეორე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნება.

ქარელის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება. ამ დრომდე ქარელის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობს, უახლოეს მომავალში კი, ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის პირობებში დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის ახალი ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

ქარელის იუსტიციის სახლი საქართველოში რიგით 25-ე იქნება. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 12 ახალი ფილიალი შეემატა, რის შედეგადაც 450- ზე მეტი სერვისით კომფორტულ პირობებში სარგებლობა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონისა და ბოლნისის მცხოვრებთაც შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლების არსებობის მანძილზე, ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალი ერთად 31 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები