ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge კახა კალაძე - ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ...

კახა კალაძე – ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი

ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ წელს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამუშაოები მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის და ბოდიშსაც ამიტომ იხდის. რაც შეეხება დაანონსებულ მასშტაბურ პროექტებს, როგორც მერი აღნიშნავს, ინფორმაციას ამაზე მოსახლეობას მომდევნო დღეებში მიაწოდებენ.

„ეს აუცილებელია და სჭირდება ჩვენს ქალაქს, იქნება გარკვეული დისკომფორტი, კიდევ ერთხელ მინდა ამის გამო ბოდიში მოვიხადო, თუმცა, სხვანაირად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება თუ მიწა არ გადაითხარა, თუ სამუშაოები ძირეულად არ ჩავატარეთ ისე, რომ ხვალ- ზეგ ისევ თავიდან გასაკეთებელი არ გვქონდეს. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ პროექტზე, რომლის განხორციელებას ვაპირებ, მე მხედველობაში მაქვს მსხვილი და მასშტაბური პროექტები, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი ძალიან მალე იქნება განსხვავებული, ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, სუფთა, კომფორტული, მწვანე. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ ერთიანი ძალისხმევით,“- განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: “წინასწარ მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩვენ ძალიან ბევრ მასტაბურ პროექტს დავიწყებთ წელს”

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები