ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge მამუკა ხაზარაძე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საერთაშორისო საფონდო ბირჟის მოწყობის ინიციატივით გამოდის

მამუკა ხაზარაძე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საერთაშორისო საფონდო ბირჟის მოწყობის ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საერთაშორისო საფონდო ბირჟის მოწყობის ინიციატივით გამოდის.

როგორც მან დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, მოლაპარაკებები საფონდო ბირჟებთან უკვე დაწყებული აქვთ.

„ვფიქრობთ, რომ აქ რომელიმე მათგანი შეიძლება იყოს განთავსებული. მაგალითად, „ნაზდაქი“ ან „ლონდონის ბირჟა“ ან სხვა რომელიმე ბირჟა. ქუთაისი უნდა გავახადოთ რეგიონის ფინანსური ცენტრი. ჩვენი გათვლებით და იმ ანალოგებით, რომლის მსგავსი მოხდა სხვა ქვეყნებში, ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადში კაპიტალბრუნვა ამ ბირჟაზე იქნება 4 მილიარდი დოლარის ოდენობის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაახლოებით 10 – 20 პროცენტამდე მომავალი ბიუჯეტის, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი რეგიონის, არამარტო კავკასიის, ცენტრალური აზია, თურქეთის, ბულგარეთის კომპანიების აქციების კვოტირება მოხდება. არ ვსაუბრობ იმ სიკეთზე, რომელსაც ეს მოუტანს იმერეთს, ქუთაისს და იმ სამუშაო ადგილებს, რომელიც შეიქმნება,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, როგორც ხაზარაძე ამბობს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გადაიქცეს ჰაბად და არა მხოლოდ მგზავრები, არამედ ტვირთებიც მიიღოს.

„ამისთვის საჭიროა მოდერნიზება და მის გარშემო ისეთი გიგანტების შემოყვანა, როგორიცაა კომპანიები „ალიბაბა“, „ამაზონი“, „ფედექსი“ და ა.შ მათთანაც გვაქვს კონტაქტები დამყარებული. ქუთაისის აეროპორტიდან შეგვიძლია სამი საათის რადიუსის ფრენაში გადავწვდეთ ნახევარ მილიარდი ადამიანის ბაზარს,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, ხაზარაძემ დღეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები ჩამოთვალა, რომელიც ამ დრომდე ან არ განხორციელებულა, ან ნაწილობრივ განხორიცელდა და შეჩერებულია.

„ორი ძალა და ამ ორი ძალის ხელმძღვანელებელი, ქვეყნიდან წასული მიხეილ სააკაშვილი და ერთპიროვნული მმართველი, მათ ამბიციასა და დაპირისპირებას ეწირება თითოეული ჩვენგანის ინტერესი, ბიუჯეტი, ჩვენი მოქალაქეების გადასახადები. მათ ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი და ყველაფერი, რომელიც ან გაკეთდება, ან გაჩერებულია, ან კეთდებოდა მათზეა დამოკიდებული. მიტოვებული პარლამენტის შენობა, რომელიც 350 მილიონ ლარამდე დაჯდა და დღეს იქ ბაყაყების საბუდარად იქცა; პრეზიდენტის სასახლე 500 მილიონ ლარამდე დაჯდა, გააჩერებულია და მის შენახვაზე ვიხდით თანხებს, თუმცა, პრაქტიკულად პარტახდება; შემოვლითი რკინიგზა, რომელზეც დასკვნა და უნდა გაკეთდეს თუ არა, 8 წელი გავიდა და ვერ მივიღეთ პასუხი; რკინიგზის ლიანდაგი და სადგური ქუთაისის აეროპორტისკენ და 100 მილიონ ლარამდე ოდენობის დაწყებული და გაპარტახებული ინფრასტრუქტურული პროექტები,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები