საქალაქო სასამართლოში, „ანას ბაღში“ დაპირისპირების შედეგად დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

0
7

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ანას ბაღში“ 10 იანვარს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული გიორგი ფხალაძისა და სამშენებლო კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ სამი თანამშრომლის – გიორგი იაშვილის, გიორგი ჯიბლაძისა და იოსებ ყაჯრიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ბრალდებულმა გიორგი ფხალაძემ განაცხადა, თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრძოლას გააგრძელებენ მანამ, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.

„იმედი მაქვს, ჩვენ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო გაიზიარებს და არ მცნობს სამართალდამრღვევად. შსს, კახა კალაძე და სახელმწიფო ცდილობს შეგვაშინოს და ჩვენი პროტესტი ამით ჩაახშოს, მაგრამ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ამით მოქალაქეები უფრო მეტად ბრაზდებიან და ჩვენი ბრძოლა უფრო მასშტაბური გახდება“, – განაცხადა გიორგი ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს, ვარკეთილში, „ანას ბაღში“ ადგილობრივებსა და სამშენებლო კომპანია „ევროპული სამშენებლო” ჰოლდინგის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციამ ორივე მხარის წარმომადგენლები დააკავა.