16.1 C
London
ოთხშაბათი, მაისი 27, 2020

რატი იონათამიშვილი – უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან აგრესიის, ძალადობისა და შეურაცხმყოფელი ქმედების წახალისება ხდება – 1TV

- Advertisement -
- Advertisement -

რატი იონათამიშვილი – უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან აგრესიის, ძალადობისა და შეურაცხმყოფელი ქმედების წახალისება ხდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან აგრესიის, ძალადობისა და შეურაცხმყოფელი ქმედების წახალისება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ კომენტარით იონათამიშვილი თანაგუნდელ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ ხდება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან აგრესიის, ძალადობისა და შეურაცხმყოფელი ქმედების წახალისება. სულ ცოტა ირიბად, ცხადია, ეს არის წახალისება მათი აქტივისტებისთვის, რომ ყველაზე ზღვარგადასული და უღირსი საქციელით გამოირჩეოდნენ. თითოეული მათგანი ვალდებულია, არა მხოლოდ გაემიჯნოს, დაგმოს ეს საქციელი, არამედ მთლიანად აგრესიის პოლიტიკა, რომლის ადგილი ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში ნამდვილად არ არის“ ,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილი ამბობს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ბრალდებით დაკავებული პირი „ლელოს“  აქტივისტია.

„ეს ადამიანი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის „ლელოს“ აქტივისტი, ის არის უღირსი ადამიანი, რადგან ადამიანს, რომელიც სამ არასრულწლოვან ბავშვთან ერთადაა, საჯაროდ, ხალხის წინაშე ემუქრები, ბავშვებს შეურაცხყოფას აყენებ, ეს არაფერში წერია, ყველაზე უღირსი და მდაბიო საქციელია. ამიტომ, მას აუცილებლად უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“ ,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, რატი იონათამიშვილი უპასუხისმგებლოს უწოდებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული პირი, ადრე „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

„როდესაც საქმე გვაქვს ისეთ მდაბიო საქციელთან, რომელზეც თითოეული ჩვენგანი უნდა აღვშფოთდეთ, ერთნაირი რეაქცია გვქონდეს, ამ დროს რომ ვინმე გარკვეული პოლიტიკური ქილიკის დაწყებას ცდილობს, ეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველზე უღირსი საქციელი და რეაქციაა. ვინც ბედავს და ასე იქცევა, უნდა ხვდებოდეს და აცნობიერებდეს იმასაც, რომ მისი ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად არ არის“ ,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

- Advertisement -

Latest news

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...
- Advertisement -

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

Related news