ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home 1tv.Ge გია გვაზავა - რუსეთშიც ხვდებიან, რომ კონფლიქტი აფხაზეთში ამდენი ხნით მათთვისაც არ...

გია გვაზავა – რუსეთშიც ხვდებიან, რომ კონფლიქტი აფხაზეთში ამდენი ხნით მათთვისაც არ არის სასურველი – 1TV

გია გვაზავა – რუსეთშიც ხვდებიან, რომ კონფლიქტი აფხაზეთში ამდენი ხნით მათთვისაც არ არის სასურველი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავა აცხადებს, რომ უნდა დადგეს დღე, როდესაც აფხაზები  დაგველაპარაკებიან.

„მთავარია, თუ მისცემენ ამის უფლებას, კრემლი თუ მისცემს ამის უფლებას. ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში, მეზობლებიც რომ ვიყოთ, როგორც მათ უნდათ, თუნდაც ამ კუთხით მაინც უნდა გველაპარაკონ. მით უმეტეს, ალბათ უფალი არ დაუშვებს იმას, რომ ეს ასე მოხდეს და ჩვენ ვიქნებით ერთიანი ქვეყანა.

ვფიქრობ, საქართველოს უკვე უნდა ჰქონდეს მზად ისეთი კონსტიტუციური ცვლილებები, რაც შევთავაზეთ საქართველოს პარლამენტს. თავის დროზე, მე გადავეცი საქართველოს პარლამენტს თეზისები და უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, სხვანაირად არ გამოვა ჩვენი შერიგება“, – აღნიშნა გია გვაზავამ.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ამ კუთხით გარკვეული ძვრებია რუსეთშიც.

„დიალოგი უნდა შედგეს ყველა ვარიანტში, რუსეთის პატრონაჟით იქნება თუ ევროპული ორგანიზაციების. ლაპარაკი უნდა შედგეს ჟენევის ფორმატით თუ როგორ იქნება, ამას უკვე დრო გვაჩვენებს. ალბათ, რუსეთშიც ხვდებიან, რომ ეს კონფლიქტი ამდენი ხანი მათთვისაც არ არის მაინცდამაინც სასურველი, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებენ ყველაფერს.

ბჟანიას მიმართ ის დამოკიდებულებაა, რაც ხაჯიმბას მიმართ, ეს მათი კაცია, უშიშროების თანამშრომელია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის. ამიტომ, პირდაპირი კავშირები აქვს მოსკოვთან და აქ დიდი განსხვავება არ არსებობს“, – აცხადებს გია გვაზავა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი.

„მათ არ გაამწვავეს ეს მდგომარეობა აფხაზეთში, დემოკრატიული ნიღაბიც აიფარეს და ახლა იქნება არჩევნები. ერთი შეხედვით, საზოგადოების გამარჯვება ჩანს. დააკვირდით, ვინ ჩავიდა – სურკოვი, რომელიც კურირებს აფხაზეთს. ალბათ ის გადაწყვეტილება, რომ ბჟანია მისაღებია აფხაზი საზოგადოებისთვის, უკვე დიდი ხანია, ნათელია. ზუსტად იმიტომ იყო მისი მოწამვლის მცდელობა“, – განაცხადა გია გვაზავამ.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები