ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home IMEDI.GE კალაძემ მერიის სტრუქტურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა

კალაძემ მერიის სტრუქტურების ხელმძღვანელებს კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებს კორუფციის პრევენციის მიზნით, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა. 

კახა კალაძის თქმით, კორუფციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირება უმკაცრესი და პრინციპული იქნება. 

„მინდა, გავაფრთხილო ყველა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენი მიმართულებებით გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციის მხრივ, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით  ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, პრობლემებთან მარტო არავის დავტოვებთ. იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ჩვენ ვიქნებით პრინციპული. იყო მაგალითები, თუ რა დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან მსგავს ფაქტებზე. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით პრევენციისთვის და ყველანაირი პრობლემა ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები