საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს მოსამართლე გიორგი არევაძე უძღვება.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე, „სამგორი თრეიდისა” და „სამგორი ემის” დირექტორები და „თიბისი ბანკის” თანამშრომელი დაიკითხება. მისი თქმით, „სამგორი ემისა” და „სამგორი თრეიდის” დირექტორები დაადასტურებენ, რომ ავთანდილ წერეთელი ამ კომპანიების ფაქტობრივი მმართველია და მან აიღო „თიბისი ბანკისგან” ფული, რომელიც შემდგომ ხაზარაძე-ჯაფარიძეზე გადაასესხა.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მან სასამართლოს წინ მორიგი განცხადება გააკეთა, თუმცა სასამართლო პროცესზე არ უსაუბრია, რადგან მისივე თქმით, ეს სასამართლო ფარსია და პროცესების მიმდინარეობაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

შეგახსენებთ, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ოთხი მოწმე, ეროვნული ბანკის ოთხი თანამშრომელი დაიკითხა, რომელთაც 2008 წელს „თიბისი ბანკი” შეამოწმეს.

source https://www.interpressnews.ge/ka/article/581030-sakalako-sasamartloshi-mamuka-xazarazis-badri-japarizisa-da-avtandil-ceretlis-morigi-sasamartlo-sxdoma-mimdinareobs/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

You may have missed