ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2020
No menu items!
No menu items!
Home Radiotavisupleba.Ge პუტინი პარლამენტს ყოველწლიური სიტყვით მიმართავს

პუტინი პარლამენტს ყოველწლიური სიტყვით მიმართავს

რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ აფხაზებს რაულ ხაჯიმბა „პრეზიდენტად“ თავს რუსეთმა მოახვია.

„არ უნდათ აფხაზებს ეს პრეზიდენტი. ეს აშკარა იყო ჯერ კიდევ ათი წლის წინ, როცა აქტიურად დაიწყეს მისი თავსმოხვევა და მის წინააღმდეგ პროტესტი იყო. მაგრამ მოსკოვში ვიღაცას ძალიან უნდა, რომ აფხაზეთში ის მბრძანებლობდეს. ეს ჩვენი შეცდომაა, თავს რატომ ვახვევდით?“, – დაწერა 14 იანვარს ჟირინოვსკიმ ფეისბუკის გვერდზე.

საპასუხოდ რამდენიმე აფხაზურმა ინტერნეტსაიტმა, მათ შორის apsadgil.info-მ დაწერა, რომ ვლადიმირ ჟირინოვსკი იყო იმ რუს პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც 2004 წელს აფხაზეთში ჩავიდნენ „პრეზიდენტობის კანდიდატის“ რაულ ხაჯიმბას მხარდასაჭერად. მაშინდელ ე.წ. არჩევნებში სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა, რაულ ხაჯიმბამ კი შედეგები არ აღიარა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

არქივში იძებნება ჟირინოვსკის მიერ „ნეზავისიმაია გაზეტა“-სთვის 2004 წლის ოქტომბერში მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის რაულ ხაჯიმბას უწოდებს რუსეთთან ახლოს მყოფს, ხოლო სერგეი ბაღაფშს საქართველოსთან და ირწმუნება, რომ ბაღაფში თბილისმა დააფინანსა და გალელი ამომრჩევლების მეშვეობით გაამარჯვებინა. ამ ინტერვიუში ჟირინოვსკი ამტკიცებდა, რომ რუსეთს ხაჯიმბასთვის ფული არ მიუცია და არც სხვა დახმარება გაუწევია.

2020 წლის 12 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს – „სახალხო კრებას“ მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა.

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე უარი თქვა რაულ ხაჯიმბამ.

Radiotavisupleba.Gehttp://radiotavisupleba.ge
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები