Microsoft-მა მზის ენერგიაზე მომუშავე ნოუთბუქი შექმნა

კომპანია Microsoft-მა წარადგინა ნოუთბუქის კონცეპტი, რომელიც მზის ენერგიით იმუხტება. ამის შესახებ გამოცემა Windows Latest-ი წერს.

გამოგონება აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების უწყებას 2018 წლის მეორე ნახევარში წარუდგინეს, თუმცა ორგანიზაციის ვებგვერდზე მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში გამოჩნდა.

სქემის აღწერილობის თანახმად, ნოუთბუქის უკანა მხარეს განთავსებულია რამდენიმე ფოტოელემენტი, რომელიც მოწყობილობის ბატარეას უკავშირდება.

მზის ენერგია ნოუთბუქის ბატარეას მაშინ დამუხტავს, როდესაც ის დენის წყაროდან იქნება გამორთული. როგორც გამოცემა წერს, ეს სიახლე შესაძლოა Microsoft-ის მომდევნო თაობაში უკვე გამოჩნდეს.

You may have missed