პარასკევი, აგვისტო 7, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge სერგი კაპანაძე - ნებისმიერი დღე, როცა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა არის უქმად,...

სერგი კაპანაძე – ნებისმიერი დღე, როცა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა არის უქმად, არ მოაქვს შემოსავალი და არ ასრულებს ფუნქციას, ეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფულია

ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, რადგან ივანიშვილს უნდა, რომ თვითონ იყოს ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც ყველა პატივს სცემს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის საკითხზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ქუთაისმა დაკარგა პოლიტიკური ფუნქცია, ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ დარჩა, რაც „სახელმწიფო ქონების უყაირათოდ, არამიზნობრივად გამოყენებაა“.

„ივანიშვილმა გააგრძელა წინა ხელისუფლების მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯების გაუქმების პოლიტიკა და მაგის გამო შეცვალა ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ახლა ის შენობა დარჩა აბსოლუტურად მიუხედავი. პრაქტიკულად, გარდა იმისა, რომ ქუთაისმა დაკარგა პოლიტიკური ფუნქცია, რომელიც მას უნდა შეეძინა, გამოვიდა, რომ ეს შენობა არის უფუნქციო, რაც ამ ხელისუფლების პირობებში გასაკვირი არაა, რადგან ბევრი ასეთი არასწორი არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნა გადადგმული. საპრეზიდენტო რეზიდენცია თბილისში არის ამის მეორე მაგალითი. ეს არის როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, რადგან ივანიშვილს უნდა, რომ თვითონ იყოს ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც ყველა პატივს სცემს, ასევე არის სახელმწიფო ქონების უყაირათოდ, არამიზნობრივად გამოყენება. ნებისმიერი დღე, როცა ის შენობა არის უქმად, არ მოაქვს შემოსავალი, როცა ეს შენობა არ ასრულებს ფუნქციას, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფული“,- განაცხადა კაპანაძემ.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

„ინვენტარიზაცია დასრულდა და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციური დატვირთვის შესახებ,“ – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

როგორც ცნობილია, გასული წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა. როგორც დაანონსებული იყო, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შსს-ს უნდა გადასცემოდა, სადაც ძალოვანი უწყება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავდა.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ამ დროისთვის კი შენობა დაკონსერვებულია.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები