დაღესტნის საავადმყოფოში სასმელი წყლით მოწამლული 75 ადამიანი მოათავსეს, მათგან უმეტესობა ბავშვია

დაღესტანში 75 ადამიანი ნაწლავური ინფექციით საავადმყოფოში მოათავსეს. რუსული მედიის ცნობით, მათი უმეტესობა ბავშვია.

„კავკაზკი უზელის“ ინფორმაციით, მოწამვლა დაბინძურებულმა სასმელმა წყალმა გამოიწვია.

დაზარალებულები მკურნალობას ქალაქ კიზლიარში გადიან.

You may have missed