ანრი ოხანაშვილის შეურაცხმყოფელი ქმედებისთვის დაკავებულს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ შეურცხმყოფელი ქმედების გამო დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ადმინისტრაციული სამართლადარღვევისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება მუქარის მუხლით მიიმდინარე გამოძიებას, დაკავებულს პროკურატურამ ბრალი უნდა წაუყენოს და ამის შემდეგ სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელოს.

დილიდან პოლიტიკურ წრეებში  ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს აფასებენ.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდში მომხდარ ფაქტს გმობენ, თუმცა “ქართული ოცნების” დეპუტატები აცხადებენ, რომ მსგავს პროცესებს სწორედ ოპონენტების მიერ გაკეთებული აგრესიული განცხადებები უწყობს ხელს. 

ვახტანგ რობაქიძე “ლელოს” წევრია. 

შემთხვევა ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში 14 იანვარს მოხდა. 

You may have missed