ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება "ყველა ბავშვი შემოწმდება და პირველივე სიმპტომის შემთხვევაში, არ დაიშვება საჯარო ბაღებში"

“ყველა ბავშვი შემოწმდება და პირველივე სიმპტომის შემთხვევაში, არ დაიშვება საჯარო ბაღებში”

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა. განახლებულ სააღმზრდელო პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში მდებარე N160 ბაგა-ბაღში გაეცნო.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს განახლდა სააღმზრდელო პროცესი ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში პერსონალი 3 იანვრიდან იმყოფება და შესაბამის სამზადისშია. ორი დღის წინ დასრულდა ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექციის, დესინსექციისა და დერატიზაციის, ასევე გენერალური დალაგების სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენი პატარებისთვის დაგვეხვედრებინა სუფთა, სტერილური და მოწესრიგებული გარემო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი იქნება შემოწმებული და პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან

საჯარო ბაღებში. სამ საჯარო ბაღში არ განახლდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო”, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვირუსული ინფექციების საფრთხის გათვალისწინებით, სააღმზრდელო პროცესი ბაღებში საინფორმაციო კამპანიით დაიწყო. მის ფარგლებში ბაღის შესასვლელში მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც ბაღის ჯანმრთელობის კოორდინატორებმა აღსაზრდელების მშობლებს ვირუსების გავრცელების საფრთხის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები. ინფორმაცია მოიცავს ვირუსებისგან მცირეწლოვანთა დაცვისათვის საჭირო ღონისძიებებსა და წესებს, ასევე რეკომენდაციებს აცრების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.

- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები