ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge რუსთავში ,,ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი“ გაიხსნა

რუსთავში ,,ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი“ გაიხსნა

,,რუსთავის მედიცინის სახლის – #1 დიაგნოსტიკური ცენტრის“ ბაზაზე, ,,ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი“ გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ,,სისხლის ბანკის“ გახსნას, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, საკრებულოს დეპუტატები, ქალაქში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მედიცინის სფეროს მუშაკები დაესწრნენ.

,,გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქ რუსთავისა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით, დღეს მივიღეთ სრატეგიულად მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტი, რომელიც ძალიან საჭირო და დეფიციტური იყო“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ,,სისხლის ბანკიდან“, რომელიც არის ევროპული სტანდარტის აპარატურით აღჭურვილი, შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებების მომარაგება სისხლის კომპონენტებით, ასევე ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

,,მადლობა მინდა ვუთხრა ,,რუსთავის მედიცინის სახლს“ გაწეული ინვესტიციისთვის და იმ საქმიანობისთვის, რომელმაც განაპირობა რუსთავში და რეგიონში ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რეგიონული სისხლის ბანკის გახსნა. თავისთავად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს საქმიანობისთვის და იმ პაციენტებისათვის, ვინც საჭიროებენ ამას. სისხლის ბანკს სჭირდება გაძლიერება, დონაცია სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მერიის ინფორმაციით, ,,ქვემო ქართლის რეგიონული სისხლის ბანკი“, სისხლით მომარაგების კუთხით, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა რეგიონში. დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და ინვენტარით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დამზადდეს უსაფრთხო, ევროპული სტანდარტების სისხლის კომპონენტები, კერძოდ, ერითროციტული მასა, თრომბოკონცენტრანტი და პლაზმა. სისხლის ბანკის ფუნქციებში შედის დონორული სისხლის მიღება, გადამუშავება. უახლესი ლაბორატორიული მეთოდებით სკრინინგული კვლევები ვირუსულ ინფექციებზე და კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. შემდგომ კი სისხლის კომპონენტებით სტაციონარების უზრუნველყოფა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დონორების მობილიზებას, პრიორიტეტი კი უანგარო დონაციაა.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები