ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge ლიეტუვას პრეზიდენტი - ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა,...

ლიეტუვას პრეზიდენტი – ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას

ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას, – ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის კონსენსუსის მიღწევას.

„ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსენსუსის მიღწევას პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის და ასევე ვთვლით, რომ გარე ძალებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ უთანხმოება პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რაც შექმნის არასტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში”,- განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ლიეტუვას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ორმხრივ ურთიერთობებს, ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობებს და ლიტვურ და ქართულ ინსტიტუტებს შორის აქტიურ თანამშრომლობას“.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ძალის დემონსტრირებასა და აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გაგრძელებას. ჩვენ აღნიშნულ საკითხს საერთაშორისო დონეზე ვაყენებთ, რადგან არ გვსურს, ევროპამ აგრესიის ეს აქტი დაივიწყოს“,- განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

„გიტანას ნაუსედამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები და მიაღწიოს ევროკავშირში ინტეგრაციას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ეკონომიკური ურთიერთობებიც განიხილეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხდნენ.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები