ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge აშშ-ში უცნობი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში უცნობი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში უცნობი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, ვირუსის დიაგნოზი აშშ-ის ერთ-ერთ მოქალაქეს დაუსვეს, რომელიც სიეტლში ჩინეთიდან ჩამოვიდა.

მათივე ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი 30 წლამდე მამაკაცს აღმოაჩნდა.

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აშშ-ში ვირუსის კიდევ უფრო მეტ შემეთვევას ელოდება და ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან შესაბამისი ვაქცინის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ვირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესი მათგანი – ქალაქ ვუჰანში. ქალაქის მერის ინფორმაციით, ვირუსით სამშაბათს მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსით დაავადების შემთხვევები ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაივანშიც დადასტურდა. ყველა დაავადებული ქალაქ ვუჰანში იყო ნამყოფი.

ჩინეთის ხელისუფლებამ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები