ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home ipn.ge დავით ზალკალიანი კონგრესმენების წერილზე - მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია...

დავით ზალკალიანი კონგრესმენების წერილზე – მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები

აუცილებელია განვასხვაოთ რა გამოხმაურებები მოდის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. აღმასრულებელი ხელისუფლების, იგივე აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, წერილებით ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი პირადი კომუნიკაციაა.

„მე არ მაქვს წერილი ნანახი, მხოლოდ ვიცი, რომ არის სოციალურ ქსელში კონგრესმენის ტვიტი. თუკი იქ ეკონომიკურ ვარდნაზეა საუბარი, ალბათ, ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის, რადგანაც კარგად ვიცით, რომ თუნდაც ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოში 6%-მდე იყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იყოს ზუსტი ინფორმაცია. მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ვიზიტები, რომლებიც დაიგეგმება და იგეგმება უკვე მაღალი თანამდებობის პირების ვაშინგტონში, იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, კონგრესმენებს მიეცეთ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთანავე აუცილებელია განვასხვაოთ, რა გამოხმაურებები მოდის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. აღმასრულებელი ხელისუფლების, იგივი აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იყო გამოხატული სხვადასხვა განცხადებებში, მხარდაჭერილ დეკლარაციებით თუ იმ ვიზიტებით, რომელიც საქართველოში განხორციელდა და ასევე საქართველოდან აშშ-ში განხორციელებული ვიზიტებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის ყურადღებით ეკიდება სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი სახის გამოხმაურება, ძალიან ყურადღებით ვეკიდებით მათ რეკომენდაციებს, მათ რჩევებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც მათ აქვთ, შეიძლება ეს იყოს სუბიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს გაცემული ყველა კითხვაზე პასუხი.

ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაციები აქვთ მათ სხვა წყაროებიდან, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელია პირადი კომუნიკაცია და პირადი კონტაქტები,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა.

როგორც ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს, მასთან ერთად წერილის ავტორები არიან გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი.

„დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკოლიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ”,-წერს კინზინგერი “ტვიტერზე”.

Interpressnews.Gehttp://interpressnews.ge
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები