სირიაში რუსული ბომბდამშენების ავიაიერიშებს 40 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 6 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

0
3

ჩრდილოეთ სირიაში ამბოხებულებით გამაგრებულ იდლიბის პროვინციაში რუსეთის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშებს 40 ადამიანი შეეწირა.

სახმელეთო სპეცოპერაციაში რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების მხარდაჭერას ირანელი დაქირავებული მებრძოლების დანაყოფები ახორციელებდნენ. შეტევის შედეგად ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე გაიქცა თურქეთის საზღვარზე. ინფორმაციას ავრცელებს REUTERS-ი.

რუსული თვითმფრინავების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაიღუპა 6 ბავშვი. კაფარ-ტაალის 71 წლის სირიელმა მაცხოვრებელმა განაცხადა: „ ღმერთ სამაგიეროს ყველა ტირანს გადაუხდის. არავინ დარჩა ოჯახში ცოცხალი, ჩემს გარდა, ყველანი დაიღუპნენ“ ,- განუცხადა როიტერსს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

მოსკოვმა სირიაში საჰაერო რეიდების კვალდაკვალ შეიყვანა სპეციალური ოპერაციების ძალები, რომლებიც რუსულ ბომბდამშენებს კორექტირებას უკეთებენ კოორდინატების გადაცემისას და თვითონაც მონაწილეობენ სახმელეთო ოპერაციებში ტერიტორიების ამბოხებულებისგან გასასუფთავებლად, რის შედეგადაც ათეულობით დასახლებული პუნქტი და მათში არსებული სკოლები, საავადმყოფოები ნანგრევებადაა ქცეული.

გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბრიდან დღემდე იდლიბში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი სულ უფრო და უფრო მწვავდება, რის ფონზე 350 000-მა ადამიანმა დატოვა საცხოვრებლები