ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home საზოგადოება რა მოხდა თბილისის სტრიპტიზ-კლუბში, სადაც ინდოეთიდან ჩამოსულ 25 ტურისტს 40 ათასი ლარი...

რა მოხდა თბილისის სტრიპტიზ-კლუბში, სადაც ინდოეთიდან ჩამოსულ 25 ტურისტს 40 ათასი ლარი გადაახდევინეს?

ღამის კლუბი, სადაც ტურისტები მოატყუეს და არარეალური თანხის გადახდას სთხოვდნენ – დღეს დალუქულია.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“შავი ვარდი”- ასე ჰქვია ე. წ სტიპტიზ კლუბს, სადაც გუშინ ინდოეთიდან ჩამოსული 25 ტურისტი გასართობად შევიდა, წამოსვლის წინ მათ ანგარიში მოითხოვეს, მიმტანმა კი 40 000-ლარიანი ჩეკი გამოუწერა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი, გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის დაცვამ ტურისტებს სიტყვირი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩხუბის დროს ერთი დაშავდა და მას სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა, “კურიერის” ინფორმაციით, მათ მოთხოვნილი თანხიდან 20 000 გადაიხადეს, თუმცა კლუბი თანხის სრულად დაფარვას მაინც მოითხოვდა. ინციდენტთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ კლუბის დაცვის წევრებს.

დაზარალებული ტურისტები მთელი ღამის განმავლობაში ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ინდოეთის მოქალაქეებმა გამოძიებას მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მაიწოდეს, თუმცა მედიასთან საუბარი არ ისურვეს. 

დაზარალებულებისგან განსხვავებით, ინციდენტის შესახებ იმ ტურისტული კომპანიის წარმომადგნელბი ჰყვებიან, რომლებმაც საქართველოში სტუმრების ჩამოყვანა უზრუნველყვეს. მათი თქმით, თავდაპირველად, ინდოეთის მოქალაქეები ახვლედიანის ქუჩაზე ერთ ერთ ინდურ რესტორანში ვახშმობდნენ, რა დროსაც მათ ”შავი ვარდის” სარეკლაო ბარათები გადასცეს. ამის შემდეგ, ნაწილმა გართობა სწორედ ამ ღამის კლუბში გადაწყვიტა.

ინდურ რესოტრან “მაჰარაჯაში” კამერებთან გამოჩენა არ სურთ, თუმცა ადასტურებენ, რომ გუშინ ღამით მათ სტუმრად ინდოეთიდან ჩამოსული ტურისთა ჯგუფი ჰყავდათ.

ამ დროისთვის ინციდენტში მოანაწილე პირების გამოკითხვების პროცესი გრძლდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. “კურიერის” ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

როდის განაგრძობს ”შავი ვარდი” მუშაობას, ჯერ -ჯერობით, უცნობია. არ არის გამორიცხული, კლუბმა ფუნქციონირება მანამდე არ განაახლოს, სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება.

Presa.Gehttp://presa.ge
დღის მნიშვნელოვანი ახალი ამბები. ჩვენ მოვიპოვებთ, ვამუშავებთ და ვავრცელებთ ინფორმაციას პოლიტიკის, ეკონომიკის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა სფეროების შესახებ.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები