ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2020
No menu items!
No menu items!
Home newposts.ge სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა? - რას...

სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა? – რას ანბიბენ ჯანდაცვის სამინისტროში

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა. მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, ექიმების უარის თქმის მიზეზი სპეციალური სამოსისა და აღჭურვილობის არქონაა.

ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში ირწმუნებიან, რომ არც ერთ თანამშრომელს პროტესტი არ გამოუთქვამს.

თიკარაძის უწყება ირწმუნება, რომ სასწრაფოს თანამშრომლები, რომლებიც აეროპორტში მუშაობენ, უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულები არიან. სასწრაფოს თანამშრომელს პერსონალური დაცვისთვის c დონის სამოსი (სასწრაფოს ფორმა) აცვია და ამ ეტაპზე რაიმე სხვა დამატებით ზომების მიღების საჭიროება არ დგას.

„ჯერჯერობით სხვა საჭიროება არ დგას და ამიტომაც აცვიათ ეს ტანსაცმელი. საქართველო არის მწვანე ზონაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა სხვა ზომები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივიღებთ. ყველა ნაბიჯი მათთან კომუნიკაციის მიხედვით არის შეთანხმებული.

სასწრაფოს თანამშრომლებს აღჭურვილობაში აქვთ პირბადე, აცვიათ c დონის ტანსაცმელი, რომელიც პერსონალური დაცვისთვის არის გამოყენებული. ყოველი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებული,“- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

Newposts.Ge
საინფორმაციო სააგენტო www.newposts.ge დაფუძნდა 2012 წელს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, გასართობ და სხვა სახის საინტერესო ობიექტურ ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე.
- Advertisment -

Most Popular

Stack 3.0 — ქართული სმარტ-ბრაუზერი MacOS-ის შემდეგ Windows-ზეც გამოდის

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტურსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე...

კრისტალმა მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის BlueOrchard-სგან 5 მილიონი დოლარი მოიზიდა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია BlueOrchard Finance-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა...

Betterhelp: Betterfly მცირე და საშუალო ბიზნესს უფასო საკომუნიკაციო გეგმით დაეხმარება

კორონავირუსმა მცირე და საშუალო ბიზნესები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ ეს კომპანიები მომხმარებლების ცნობიერებიდან ბოლომდე არ გაქრნენ, სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაიმ სპეციალური პროექტი შექმნა....

ვითიბი ბანკმა VISA -სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ...

ბოლო კომენტარები