ლილე ლიპარტელიანი – დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იცოდეს, რომ 21- ე საუკუნეში, ლაჩრულად, გიენებივით დაესივნენ ლევან ხაბეიშვილს

საკრებულოს შენობაში, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნება, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანი ამობეჭდილი ბანერით „არა ძალადობას” მივიდა. მას შემდეგ, რაც ღონისძიება დასრულდა, ლილე ლიპარტელიანი სცენასთან მივიდა და მიკროფონის ჩართვა ითხოვა, თუმცა, მიკროფონი არ ჩაურთეს და მან განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა. მისივე თქმით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღის აღნიშვნას უერთდება, თუმცა, დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იცოდეს, როგორ ძალადობენ საკრებულოში დეპუტატზე.

„დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იცოდეს, რომ მართალია, ცეცხლზე არ გვწვავენ, მაგრამ 21-ე საუკუნეში საკრებულოს წევრები ჯგუფურად, ლაჩრულად გაუსწორდნენ ასევე საკრებულოს წევრს ლევან ხაბეიშვილს.

ჩვენ ვგმობთ არა მხოლოდ ჰოლოკოსტს, არამედ საერთოდ ძალადობას. ვუერთდებით რა თქმა უნდა, ამ დღის აღნიშვნას, მაგრამ დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იცოდეს, რომ 21- ე საუკუნეში, ლაჩრულად, გიენებივით დაესივნენ ლევან ხაბეიშვილს და გაუსწორნდენ. ამ შენობაში აღნიშნავენ ძალადობის, ჰილოკოსტის მსხვერპლთა დღეს, თუმცა, თვითონვე ძალადობენ,”- განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

You may have missed