პრემიერ-მინისტრმა წეროვანში სამხედრო მოსამსახურეებზე გათვლილი სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნა

ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის და ჩვენი იმ პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებისთვის, რომელთან ერთადაც მხარდამხარ იბრძვით სამშვიდობო მისიებში და რომელთან ერთადაც ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის უსაფთხოებისთვის, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯარისკაცებს, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნისას.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრი მოემსახურება სამხედრო მოსამსახურეების როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

„დღეს ჩვენ ღირსშესანიშნავი დღე გვაქვს. აღვნიშნავთ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას, რაც სიმბოლურია. გარდა ამისა, სიმბოლურია, რომ ამ ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის მთავრობასა და ელჩს. ამ საქმეში აშშ-ის წვლილი დაახლოებით 4 500 ათასი დოლარია, ქართულმა მხარემ კი მილიონი ლარი დახარჯა რომ აღგვეჭურვა უმაღლეს დონეზე. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ჩვენი ჯარისკაცების ჯანრმთელობის და მათი როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს, პირველ რიგში, თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც ოკუპირებულია; განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ იწვნია, რას ნიშნავს ჯარისკაცები, რომლებიც პირდაპირ საომარ მოქმედებებში არიან ჩართულები და განსაკუთრებით სახელმწიფო, რომლის ჯარისკაცებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო მისიებში იღებენ მონაწილეობას. ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის. თითოეულ თქვენგანს პირველ რიგში, მინდა გისურვოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა. მინდა ვისურვო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მეგობრების ქვეყნებში მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრები უბრალოდ არ გვჭირდებოდეს,“ – განაცხადა გახარიამ.

You may have missed