გიორგი ერმაკოვის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პოლიტპატიმარია, – ამის შესახებ ერმაკოვის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა სასამართლოში განაცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო.

გიორგი ერმაკოვის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგი ერმაკოვმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და იგი სიმართლის დამტკიცებას გააგრძელებს.

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კიდევ ერთს პირს, ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საუბარია ბათუმში „იაფი სახლის” პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არ შესრულდა. ბათუმის მერიამ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა, კომპანია გაუჩინარდა, რაზეც გამოძიება დაიწყო.

You may have missed