პოლონეთში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ

0
19

პოლონეთში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ. ღონისძიებას ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ისრაელის, აშშ-ის, ავსტრალიისა და პერუს ლიდერებიც ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაგმეს ჰოლოკოსტი და მას კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ნაწილი უწოდეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ის ებრაელები, რომლებიც ოსვენციმის გათავისუფლების დროს საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა კავშირის ძალებმა გაათავისუფლეს. ბანაკში მილიონზე მეტი ებრაელი და პოლონელი მოკლეს.