გრიგოლ ვაშაძე – აშშ-ის მხრიდან იქნება სანქციები, უმკაცრესი განცხადებები და კატეგორიული მოთხოვნა ნორმალური არჩევნების ჩატარების

0
14

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მწვავე განცხადებების მესამე ტალღას უნდა ელოდოს. ამის შესახებ ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სანქციები, უმკაცრესი განცხადებები და კატეგორიული მოთხოვნა ნორმალური არჩევნების ჩატარების თაობაზე.

„დღეს გამოქვეყნებული წერილი, რომელიც შეერთებული შტატების სენატის წევრის როჯერ რიკერს ეკუთვნის, შეიძლება ბოლო წერტილად ჩაითვალოს, მაგრამ დამიჯერეთ, 23 დეკემბრის განცხადებიდან დაწყებული ბატონი ადამ კინზინგერის გავლით და როჯერ ვიკერის გავლით არის 100%-იანი უვერტურა. მესამე აქტს „ქართული ოცნება“ ნახავს ძალიან მალე. ეს ის განცხადებები არ არის, რომლის მოსმენაც მოუწევთ. იქნება სანქციები, უმკაცრესი განცხადებები და კატეგორიული მოთხოვნა ნორმალური არჩევნების ჩატარების. თუ ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ ყურად არ იღო, თქვენ ნახეთ რა იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე: ჩამოიტანს თუ არა ამ გზავნილებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში, კელი დაგნანი? ვინ გაახმოვანებს ამ მოთხოვნებს? – გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა: „შეერთებული შტატების ყველა წარმომადგენელი, რომელიც ჩათვლის საჭიროდ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას გაუკეთოს კომენტარი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის განცხადებით შეერთებული შტატების მოთმინება ამოწურულია.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არასწორ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ აწვდის, გრიგოლ ვაშაძე აღნიშნულის საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს სისულელეა.

„ეს არის აბსოლუტური სისულელე, კიდევ ერთი შეურაცხყოფა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირესადმი. კიდევ ერთი იდიოტიზმი“, – განაცხადა ვაშაძემ.