თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს

0
14

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს. ფაქტის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.